პროექტი–ტურისტული მარშრუტები
პროექტის მოკლე აღწერა–პროექტის მონაწილეები ირჩევენ საქართველოს რომელიმე კუთხეს,მონიშნავენ ისტორიულ ძეგლებს,შეადგენენ ორ დღიან ტურისტულ მარშრუტს თავისი ხარჯთაღრიცხვით.
პროექტის სრული აღწერა–პროექტის მონაწილეები აირჩევენ საქართველოს ერთ–ერთ კუთხეს,აირჩევენ მარშრუტს,შეარჩევენ ისტორიულ ძეგლებს,მოიძიებენ მასალებს ძეგლის შესახებ,იქ მოთავსებულ სიწმინდეებზე,განსაზღვრავენ თუ რამდენი დღე დასჭირდება ექსკურსიას,გამოიანგარიშებენ ტრანსპორტის ხარჯებს,თითოეული მგზავრის და საერთო დანახარჯს,დაასუფთავებენ ტერიტორიაისტორიული ძეგლების გარშემო,,გადაღებულ ფოტომასალას,მათ მიერ შექმნილ ალბომებს და რუკებს განათავსებენ ინტერნეტში.
მონაწილეთა ასაკი–9–10 წელი.
ვადების ხანგრძლივობა–ერთი კვირა.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში–დისკუსიები, ვიდეოფილმები,ტურისტული რუკების მოძიება,მასალის ბლოგში განთავსება..
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას–მოსწავლეები კარგად გაიცნობენ საქართველოს კუთხეებს,ისტორიულ ძეგლებს,ისწავლიან რუკების შედგენას,გაიღრმავებენ ცოდნას მათემატიკაში.
სარგებელი სხვებისთვის–ტურისტული რუკები,რომელსაც შექმნიან პროექტის მონაწილეები.
სამუშაო ენა–ქართული.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი–
ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას მათემატიკაში,ბუნებისმცოდნეობაში,შეისწავლიან საქართველოს კუთხეებს,ისტორიულ ძეგლებს,ისწავლიან რუკაზე მუშაობას.
პროექტის ფასილიტატორი–ინგა ბოცვაძე.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий